ლიდების გენერირების რეკლამის გამოყენების პირობები
Meta გთავაზობთ რეკლამის ერთეულების ჩვენების ფუნქციებს, რომელიც Meta-ს მომხმარებელს საშუალებას აძლევს შეგატყობინოთ თავისი ელფოსტის მისამართი ან სხვა მომხმარებლის ინფორმაცია („ლიდების გენერირების რეკლამები“). „ვეთანხმები“ ღილაკზე დაწკაპუნებით, ან იმ ფუნქციების გამოყენებით, რომლებზეც ვრცელდება წინამდებარე პირობები, თქვენ ეთანხმებით შემდეგს:
ა. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ თქვენ მიერ წარმოდგენილი თითოეული ლიდების გენერირების რეკლამა შეესაბამებოდეს წინამდებარე პირობებს, Meta-ს მომსახურების პირობებს, რომელიც განთავსებულია მისამართზე: https:www.facebook.com/legal/terms (როგორც ეს არის განსაზღვრული ქვემოთ, მათ შორის Meta-ს სარეკლამო დებულებას, რომელიც განთავსებულია მისამართზე: https://www.facebook.com/policies/ads და მოიცავს ლიდების გენერირების რეკლამის დებულებას, Meta-ს პლატფორმის დებულებას, რომელიც განთავსებულია მისამართზე: https://developers.facebook.com/policy/ და Meta-ს კომერციულ პირობებს, რომელიც განთავსებულია მისამართზე: https:www.facebook.com/legal/commercial_terms) და ასევე მოქმედ კანონს, წესს და რეგულაციას (Meta-ს მომხმარებლებისთვის ყველა საჭირო ინფორმაციის მიწოდების ჩათვლით). თუ თქვენ ეთანხმებით წინამდებარე პირობებს მესამე მხარის სახელით, თქვენ ადასტურებთ და იძლევით გარანტიას, რომ თქვენ, როგორც ამ მხარის აგენტს, გაქვთ უფლებამოსილება გამოიყენოთ ასეთი ფუნქცია მათი სახელით და აკისრებთ ამ მხარეს წინამდებარე პირობების დაცვას.
ბ. თქვენ უზრუნველყოფთ თითოეულ ლიდების გენერირების რეკლამაში შემდეგი მონაცემების ჩართვას Meta-ს მომხმარებლებისთვის: (i) ყველა ცნობის და არჩევნის მექანიზმის, რომლებიც საჭირო და საკმარისია მოქმედი კანონმდებლობის, წესებისა და რეგულაციების დასაცავად, ლიდების გენერირების რეკლამაში რეკლამირებადი შემოთავაზების აუცილებელი პირობების ჩათვლით (მაგ., მოთხოვნების შესაბამისობის, მოქმედების ვადის ან გამოყენების შეზღუდვების კრიტერიუმების) („შემოთავაზების პირობები“); (ii) იმის მკაფიო და გასაგებ ახსნას, რომ თუ მომხმარებელი მოგაწვდით მონაცემებს ლიდების გენერირების რეკლამის საშუალებით, ასეთი მონაცემები რეგულირდება თქვენი კონფიდენციალურობის დებულებით; და (iii) თქვენს კონფიდენციალურობის დებულების ბმულს. ასევე თქვენ იძლევით გარანტიას, რომ ლიდების გენერირების რეკლამების სამიზნე აუდიტორიაში არ შევა არასრულწლოვანი მომხმარებლები.
გ. „ლიდების გენერირების რეკლამის მონაცემები“ წარმოადგენს ინფორმაციას, რომელსაც Meta-ს მომხმარებელი გიგზავნით ლიდების გენერირების რეკლამის საშუალებით და რომელიც შეიძლება შედგებოდეს ასეთი Meta-ს მომხმარებლის ელფოსტის მისამართისა და მომხმარებლის ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციისგან.
დ. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ლიდების გენერირების რეკლამის მონაცემები წინამდებარე პირობების შესაბამისად; Meta-ს პლატფორმის დებულების შესაბამისად; Meta სარეკლამო დებულების შესაბამისად; თქვენი კონფიდენციალურობის დებულების შესაბამისად; ნებისმიერი შეთავაზების პირობების, თანხმობის, დამატებითი პირობების შესაბამისად და იმ პირობების შესაბამისად, რომლებსაც დაეთანხმა Meta-ს მომხმარებელი, ლიდების გენერირების რეკლამის მონაცემების მიწოდებისას ლიდების გენერირების რეკლამის მეშვეობით; და მოქმედი კანონების, წესებისა და რეგულაციების შესაბამისად (მათ შორის, ყველა მონაცემთა კონფიდენციალურობის, რეკლამის, ტელემარკეტინგის ან სხვა მოქმედი კანონების შესაბამისად). თუ აგროვებთ ლიდების გენერირების რეკლამის მონაცემებს რეკლამის განმთავსებლის სახელით, შეგიძლიათ გამოიყენოთ ან გააზიაროთ ასეთი ლიდების გენერირების რეკლამის მონაცემები მხოლოდ ასეთი რეკლამის განმთავსებლის სახელით და არ გაქვთ უფლება გაზარდოთ, გააერთიანოთ ან შეავსოთ ასეთი ლიდების გენერირების რეკლამის მონაცემები ნებისმიერი სხვა რეკლამის განმთავსებლის სხვა მონაცემების ხარჯზე.
ე. თქვენ შეგიძლიათ გაყიდოთ ან გადასცეთ ლიდების გენერირების რეკლამის მონაცემები, როგორც ეს ნებადართულია წინამდებარე განყოფილებაში. ლიდების გენერირების რეკლამის მონაცემები შეიძლება გაიყიდოს ან იქნას გადაცემული, თუ მიმღები იყენებს ლიდების გენერირების რეკლამის მონაცემებს მხოლოდ იმ მიზნის შესასრულებლად, რისთვისაც ისინი შეგროვდა (როგორც ეს აღწერილია შესამჩნევ შეტყობინებაში და შეთანხმებულია მომხმარებელთან შეგროვების მომენტში). იმ შემთხვევაში, თუ თქვენ უზიარებთ ან ყიდით ლიდების გენერირების რეკლამის მონაცემებს მესამე მხარეს, ამას აკეთებთ მხოლოდ თქვენი რისკით და უზრუნველყოფთ, რომ ნებისმიერმა ასეთმა მესამე მხარემ დაიცვას წინამდებარე პირობები და ყველა მოქმედი კანონი, წესი და რეგულაცია.
ვ. თქვენ მიიღებთ შესაბამისი ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომებს, რათა დაიცვათ ლიდების გენერირების რეკლამის მონაცემები არაავტორიზებული ან უკანონო დამუშავებისგან და შემთხვევითი დაკარგვის, განადგურებისგან ან დაზიანებისგან; და რომლებიც ითვალისწინებს დამუშავების ბუნებას, ფარგლებს, კონტექსტს, მიზნებს და ასევე რისკებს. ლიდების გენერირების რეკლამის მონაცემები შეიძლება თქვენთვის ხელმისაწვდომი გახდეს Meta-ს მიერ განსაზღვრული პროტოკოლებით (მათ შორის Meta API-ების მეშვეობით) და თქვენ მიერ ასეთი პროტოკოლების გამოყენება უნდა შეესაბამებოდეს Meta-ს პლატფორმის დებულებას.
ზ. Meta-ს შეუძლია შეცვალოს, შეაჩეროს ან შეწყვიტოს წვდომა ან გააუქმოს ლიდების გენერირების რეკლამის ფუნქციის ხელმისაწვდომობა ნებისმიერ დროს. თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს შეწყვიტოთ ლიდების გენერირების რეკლამის ფუნქციის გამოყენება.
წინამდებარე პირობები არეგულირებს თქვენ მიერ ლიდების გენერირების რეკლამის ფუნქციის გამოყენებას. ისინი არ ჩაანაცვლებს არცერთ პირობას, რომელიც გამოიყენება Meta-სგან სარეკლამო რესურსების შესაძენად (მათ შორის, მაგრამ არ შემოიფარგლება, Meta-ს სარეკლამო დებულებას) და ასეთი პირობები გააგრძელებს მოქმედებას. ლიდების გენერირების რეკლამის ეს ფუნქცია წარმოადგენს „Meta“-ს ნაწილს Meta-ს მომსახურების პირობების შესაბამისად (https://www.facebook.com/legal/terms, „მეტა-ს პირობები“) და თქვენ მიერ ლიდების გენერირების რეკლამის ფუნქციის გამოყენება განიხილება, როგორც „Meta“-ს გამოყენება და მასთან მიმართებაში მოქმედება. წინამდებარე პირობებსა და Meta პირობებს შორის რაიმე აშკარა შეუსაბამობის შემთხვევაში, წინამდებარე პირობებს უპირატესობა მიენიჭება მხოლოდ თქვენ მიერ ლიდების გენერირების რეკლამის ფუნქციის გამოყენებასთან დაკავშირებით და მხოლოდ ამ შეუსაბამობის ფარგლებში. Meta იტოვებს უფლებას გააკონტროლოს და შეამოწმოს თქვენ მიერ წინამდებარე პირობების დაცვა და პერიოდულად განაახლოს წინამდებარე პირობები და თქვენ მიერ ლიდების გენერირების რეკლამის ფუნქციის მომავალში გამოყენების გაგრძელებით, თქვენ ადასტურებთ იმას, რომ ეთანხმებით ამ ცვლილებების მიღებას.
ბოლო ცვლილება: 2022 წლის 23 აგვისტო